დურანტი:
Aa
Aa

დურანტი: "ირვინგს აცრას არ ვაიძულებ" - კაირის თამაშის ნებას კვლავ არ აძლევენ

კაირი ირვინგი ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, რის შედეგადაც მას NBA-ში თამაშის უფლებას არ აძლევენ. „ბრუკლინ ნეტსი“ კი გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალებასაც არ აძლევს.

ESPN-მა დაწერა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს კევინ დურანტის იმედი ჰქონდათ, რომ „კეიდი“ მის ახლო მეგობარს დაელაპარაკებოდა და აცრისკენ მოუწოდებდა, თუმცა ის ამის გაკეთებას არ აპირებს.

„მოუთმენლად ველი, რომ კაირი ჩვენი გუნდის ნაწილი იქნება. შეიძლება მე უბრალოდ გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ჩვენ ყველანი იმდენად დარწმუნებულები ვართ საკუთარ თავში და ამ გუნდში, რომ თუ იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ, შეგვიძლია მივაღწიოთ განსაკუთრებულ შედეგს.

კაირი ახლა პირად საქმეზეა და სანამ ის ამ პრობლემებს გაუმკლავდება, ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირებას საკუთარ თავზე, ვარჯიშზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. როდესაც ირვინგი მზად იქნება თავისი პრობლემის გადასაჭრელად, ის ამას გააკეთებს.

კაირი განსაკუთრებული მოთამაშეა, ამიტომ რთული იქნება გავიმეორო ის, რაც მას თამაშში შემოაქვს. მაგრამ პროფესიონალური სპორტი ასოცირდება შეუცვლელ მენტალიტეტთან, ამიტომ ჩვენ მოუთმენლად ველით ბიჭებს, რომლებიც შეასრულებენ ამ როლს და წარმოაჩენენ თავს რაც შეიძლება კარგად.

არა, კაირისთვის რჩევის მისაცემად არ მივდივარ. მას ამას არ ვაიძულებ. ეს მისი გადაწყვეტილებაა, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ მას. ეს გაცილებით მეტია ვიდრე კალათბურთი. ჩემთვის კი მასთან ასეთ რამეებზე საუბარი არასასიამოვნოა. მე აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო მას და შევასრულო ჩემი სამუშაო, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი”,

- ციტირებს Nets Daily-ი დურანტის სიტყვებს.

თუ, ირვინგი არ აიცრება ის NBA-ში ვერ ითამაშებს. თითოეულ გამოტოვებულ თამაშზე კი მას ჯარიმის სახით 426 000 დოლარი დაეკისრება. ნიუ იორკის შტატის კანონის თანახმად, კალათბურთელს არც გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება არ აქვს.

შტატში არსებული კანონის მიხედვით, დახურულ სივრცეში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს აქვთ. მათ შორის არის „ნეტსის“ სათამაშო და სავარჯიშო არენაც.

კაირი აცრის მკაცრი მოწინააღმდეგეა და ამ დრომდე უცნობია თუ რა ბედი ელის NBA-ს ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის კარიერას.

შეგახსენებთ, რომ „ბრუკლინ ნეტსი“ NBA-ს ახალ სეზონს 20 ოქტომბერს „მილუოკი ბაქსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები