ინდიან უელსი - ბასილაშვილის მეტოქეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

ინდიან უელსი - ბასილაშვილის მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მონაწილეობას  ინდიან უელსის ტურნირზე აპირებს. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეს გამოტოვებს და მეტოქეს მეორეში დაელოდება.სადაც მისი მოწინააღმდეგე ბელარუსი ეგორ გერასიმოვი ან კვალიფიკაციის გამარჯვებული იქნება.

ინდიან უელსი ბასილაშვილისთვის წარუმატებელი ტურნირია. ქართველი ჩოგბურთელი მასტერსზე 2015 წლიდან ასპარეზობს და უმეტეს წილად პირველივე წრეში მარცხდებოდა. ბოლო ნიკოლოზი სან დიეგოს მასტერსზე გამოდიოდა,სადაც პირველი წრეში იტალიელ ლორენცო სონეგოსთან 3:6 4:6 წააგო. 

ცოტახნის წინ კი ATP-ის რეიტინგში ცვლილებები შევიდა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სარეიტინგო პოზიციაზე 2 ადგილით დაქვეითდა. 29 წლის ჩოგბურთელი ამ დრომდე 34-ე ადგილს იკავებდა, ხოლო ახლა 1 556 ქულით 36-ე პოზიციაზეა.

გასულ წელს ინდიან უელსის გათამაშება COVID-19 პანდემიის გამო გაუქმდა. 2019 წლის ტურნირის გამარჯვებული ავსტრიელი დომენიკ ტიმი კი წლევანდელ შეჯიბრს ტოვებს. ამრიგად მასტერსს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები