ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "ჩვენი მიზანი მოგებაა"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"თუკი ბერლინის ფინალს გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ გუნდებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია. "იუვე" ბრწყინვალე გუნდია და გამიჭირდება თქმა რომელი ფორმაციის უფრო ძლიერია - ახლანდელი თუ მაშინდელი. სიმართლე გითხრათ, ის ფინალი ჩემთვის კარგი მოგონებაა, თუმცა დღეს აბსოლუტურად სხვა სიტუაციია და სხვა თამაში იქნება.

ფეხბურთელებს ასეთ მეტოქესთან მსგავსი მნიშვნელობის მატჩში ჩემგან დამატებითი მოტივირება არც სჭირდებათ. 

მეტოქის ბევრი მატჩი ვნახე და გავარჩიე. ისინი ნებისმიერ შეხვედრაში ცდილობენ უკეთესად ითამაშონ და მოედნის თითოეულ მონაკვეთზე გეგმაზომიერად მოქმედებენ. 

როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანი მოგებაა. რაც შეეხება ბუსკეტსს, ის უდიდესი ძალაა, თუმცა ასეთი დანაკლისისთვის ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ". - განაცხადა ენრიკემ. 

"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" შეხვედრა, ტურინში, "იუვენტუს სთედიუმზე", 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები