არასრული შემადგენლობით | საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
Aa
Aa

არასრული შემადგენლობით | საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში 2 მატჩს ჩაატარებს - 9 ოქტომბერს, ბათუმის სტადიონზე საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად, პრიშტინას ფადილ ვოკრი არენაზე, კოსოვოს ესტუმრება. 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანიოლის სიას ოთარ კიტეიშვილი, ტრავმის მიზეზით გამოაკლდა, ხოლო გიორგი ქვილითაია და საბა ხვადაგიანი - შეუერთდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია) 5 ოქტომბრიდან შეუერთდებიან.

გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშს თბილისში განაგრძობს, ხოლო ბათუმში 7 ოქტომბერს გაემგზავრება.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)​

მატჩების განრიგი

9 ოქტომბერი, ბათუმი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო - საბერძნეთი, 20:00

12 ოქტომბერი, პრიშტინა | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
კოსოვო - საქართველო, 22:45

ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის, შვედეთის, კოსოვოსა და საბერძნეთის ჯგუფში ასპარეზობს. ამ ეტაპზე, 5 მატჩის შემდეგ, სანიოლის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში, ბოლო, მე-5 ადგილს იკავებს (1 ფრე, 4 მარცხი / 2 გატანილი, 9 გაშვებული).

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები