Aa Aa
4 ოქტომბერი 2021  |  00:44

ნაგელსმანი: "კარისკენ 20-ჯერ დავარტყით, მათ 5-ჯერ, დავიმსახურეთ წაგება?"

მიუნხენის „ბაიერნი“ ბუნდესლიგის მე-7 ტურში „ალიანს არენაზე“ მოულოდნელად „აინტრახტთან“ 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ იულიან ნაგელსმანმა თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილება საჯაროდ დააფიქსირა.

„დამარცხება ყოველთვის მტკივნეულია. ამის თავიდან არიდება დღეს შეგვეძლო, გოლის გატანის საკმარისი შანსები გვქონდა. შედეგად ჩვენ კოსტიჩის კლასიკური გოლი მივიღეთ, რომლის თავიდან არიდება ასევე შეგვეძლო.

მინდა აღვნიშნო, რომ კევინ ტრაპმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. რამდენიმე ძალიან კარგი შანსი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, ამას ვერ ვაცნობიერებდით. ამიტომაც წავაგეთ.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჩვენ კარისკენ 20-ჯერ დავარტყით, მეტოქემ კი 5-ჯერ. დავიმსახურეთ წაგება? ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ დავმარცხდით.

ახლა შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მომდევნო მატჩს მოუთმენლად ველით, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ გვექნება“.

7 ტურის შემდეგ „რეკორდმაისტერი“ 16 ქულით „ლევერკუზენთან“ ერთად სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მათ 15-15 ქულით „დორტმუნდი“ და „ფრაიბურგი“ მოსდევთ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage