"იუვე"-"ბარსას" მარცინიაკი იმსაჯებს
"ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან, პოლონელი რეფერი სიმონ მარცინიაკი განსჯის.
რაც შეეხება სამშაბათი დღის მეორე მატჩს, რომელიც დორტმუნდში ჩატარდება, მას იტალიელი დაინიელე ორსატო მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ტურინსა და დორტმუნდში მატჩები, ხვალ, 11 აპრილს, 22:45 საათზე დაიწყება.