ფრე ენფილდზე - ლივერპულმა და სიტიმ ქულები გაიყვეს
Aa
Aa

ფრე ენფილდზე - ლივერპულმა და სიტიმ ქულები გაიყვეს

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ლივერპულმა“ მოქმედ ჩემპიონს „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. მერსისაიდელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა „ქალაქელებმა“ ორივე შემთხვევაში გაათანაბრეს ანგარიში. საბოლოოდ 2:2 და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ყველაფერი მეორე ტაიმში მოხდა. ანგარიში 59-ე წუთზე სადიო მანემ გახსნა, რასაც 10 წუთში ფილ ფოდენმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მატჩი ბევრი მომენტით არ გამოირჩეოდა, თუმცა 76-ე წუთზე სალაჰმა „ლივერპული“ წინ გაიყვანა.

გუარდიოლას გუნდი წაგებას არ ეგუებოდა და მომენტების შექმნას ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს, კონკრეტულად კი 81-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა ალისონის კარი აიღო, ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო წერტილი დასვა. ამ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

7 ტურის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდს 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. „მანჩესტერ სიტი“ კი 14 ქულით მესამე პოზიციაზე მოგვევლინა. პრემიერ ლიგას ლონდონის „ჩელსი“ 16 ქულით ლიდერობს.

მომავალ ტურში მერსისაიდული გრანდი „უოტფორდს“ დაუპირისპირდება. მატჩი 16 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება. რაც შეეხება „სიტის“, „ქალაქელები“ ასევე 16 ოქტომბერს „ბარნლის“ უმასპინძლებენ. ხსენებული დაპირისპირება თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები