პაულო დიბალა:
Aa
Aa

პაულო დიბალა: "მე დიბალა ვარ და არა - მესი"

ტურინის "იუვენტსუსის" არგენტინელმა ფორვარდმა პაულო დიბალამ ესპანურ Marca-სთან ისაუბრა. 

"ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მე მესი არ ვარ. მე დიბალა ვარ და მსურს, რომ მხოლოდ დიბალა ვიყო. თუმცა სხვა ფეხბურთელებთან შედარებაც ბუნებრივად მიმაჩნია. 

მესი ისევე ერთია, როგორც მარადონა. არავის შეუძლია ისინი ჩაანაცვლონ. 

მე მხოლოდ ვცდილობ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავიღო და საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო. 

3 წლის წინ, როცა "პალერმოში" ვიყავი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ "იუვენტუსის" დონის გუნდში ვითამაშებდი. ასე რომ, მე აქ გატარებული თითოეული დღის ბედნიერი ვარ". - აცხადებს დიბალა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები