Aa Aa
29 სექტემბერი 2021  |  18:01

აეროპორტში დახვედრა - წარმატებული მთამსვლელები სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველმა მთამსვლელებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს და პაკისტანში, ჰინდუკუშის მთათა სისტემაში ორი მწვერვალი დალაშქრეს.

არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა დალაშქრეს ლანგუტა-ბარფის 6,833 მეტრიანი და სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტი, რომლის სიმაღლე 7,303 მეტრია.

სარაგრარს აქვს მრავალფეროვანი მწვერვალები, ყველაზე მაღალი ჩრდილო -აღმოსავლეთით 7340 მეტრი სიმაღლეზე. აქ პირველად ავიდა 1959 წელს იტალიური ექსპედიცია ფოსკო მარინის ხელმძღვანელობით, ხოლო ლანგუტა-ბარფი პირველად დალაშქრა 1963 წელს პოლონურმა ექსპედიციამ, თუმცა საქართველოს ნაკრები პირველია, რომელმაც წარმატებით მიაღწია მწვერვალს სამხრეთიდან და ქართულ მთამსვლელობას საერთაშორისო სარბიელზე მორიგი აღიარება მოუტანა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage