UFC-ის განახლებული რეიტინგი - მერაბ დვალიშვილის დიდი პროგრესი
Aa
Aa

UFC-ის განახლებული რეიტინგი - მერაბ დვალიშვილის დიდი პროგრესი

UFC 266-ის შემდეგ, მებრძოლთა რეიტინგში რამდენიმე ცვლილება მოხდა და გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილი 5 საფეხურით დაწინაურდა. მარლონ მორაესთან ჩხუბამდე „მანქანა“ თავის წონით დივიზიონში მე-11 ადგილს იკავებდა, ბრაზილიელ მებრძოლთა მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი მე-6 გახლავთ.

მერაბმა მორაესის წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა და პრაქტიკულად წაგებული ბრძოლა შემოაბრუნა. დვალიშვილმა ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა და მისი ასპარეზობა UFC-მაც დააფასა, რომელმაც „მანქანას“ ბონუსის სახით, 50 ათასი დოლარი გადასცა.

საინტერესოა, რომ ცვლილებები UFC pound for pound რეიტინგსაც შეეხო, სადაც ჯონ ჯონსის დომინაცია დასრულდა. „ბოუნსი“ დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა, მაგრამ განახლებულ რეიტინგში ნომერ პირველი კამარუ უსმანი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მორაესის დამარცხების შემდეგ, მერაბმა კარიერაში მე-14 ბრძოლა მოიგო. დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 7 მოგება აქვს და მოსალოდნელია, რომ მისი მომდევნო მეტოქე დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იქნება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები