„დომინიკ კრუზთან ჩხუბი საოცნებო ბრძოლა იქნებოდა
Aa
Aa

„დომინიკ კრუზთან ჩხუბი საოცნებო ბრძოლა იქნებოდა" - დვალიშვილის ინტერვიუ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანის ესაუბრა და რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო. „მანქანამ“ მარლონ მორაესთან გამართული ბრძოლა გაიხსენა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

„მორაესთან ბრძოლით დიდი სიამოვნება მივიღე. იცით, უცნაური რა არის?! ოქტაგონზე ყოფნისას ვერ ვგრძნობდი რამე სიგიჟე თუ ხდებოდა და ვიდეოს ნახვის შემდეგ, მივხვდი, ხალხი აღტაცებული და გაოცებული რატომ იყო. რა თქმა უნდა, მახსოვს, რომ ნოკდაუნში აღმოვჩნდი და პრობლემები მქონდა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი და არ ვნერვიულობდი.

მორაესთან ჩხუბისას გამარჯვებაზე ვიყავი კონცენტრირებული და ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მსაჯების გადაწყვეტილებით მოვიგებდი თუ ბრძოლას ნაადრევად დავასრულებდი. მთავარი მოგებაა, განსაკუთრებით ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც მარლონ მორაესია, მაგრამ ვიდეოსა და ხალხის რეაქციის ნახვის შემდეგ, ვიგრძენი, რამდენად განსაკუთრებული გამარჯვება მოვიპოვე. ჩემს მომდევნო მეტოქეს რაც შეეხება, დომინიკ კრუზთან ჩხუბი საოცნებო ბრძოლა იქნებოდა.

ვიღებ თუ არა დიდ სიყვარულს საქართველოში? რა თქმა უნდა! MMA-ის უკვე არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ მთელი ქვეყანა უყურებს. საქართველოსგან და ქართველი ხალხისგან უდიდეს მხარდაჭერას ვიღებთ და ყოველთვის, როცა საქართველოში ჩავდივარ, უფრო და უფრო დიდ სიყვარულს ვგრძნობ“.

შეგახსენებთ, რომ მორაესის დამარცხების შემდეგ, მერაბმა კარიერაში მე-14 ბრძოლა მოიგო. დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 7 მოგება აქვს და მოსალოდნელია, რომ განახლებულ რეიტინგში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები