„თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ
Aa
Aa

„თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ" - ნურმაგომედოვმა დვალიშვილი გამოიწვია

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-9 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი მერლონ მორაეში დაამარცხა.

პირველ რაუნდში მერაბი მარცხს გადაურჩა, როცა მორაეში ნოკაუტით მოგებასთან ახლოს იყო. ამის შემდეგ დვალიშვილმა ბრძოლაში დაბრუნება შეძლო, მეტოქე პარტერში გადაიყვანა, რაც მეორე რაუნდში უკეთ გამოიყენა და საბოლოოდ, გამარჯვებასაც მიაღწია.

დვალიშვილი-მორაეშის ბრძოლას ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დვალიშვილთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა:

თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ - ოდესმე"...

 

View this post on Instagram

A post shared by UFC Russia (@ufcrussia)

ამ ეტაპზე, UFC-ში უმარ ნურმაგომედოვის ანგარშზე 1 ბრძოლა და 1 გამარჯვებაა - მან 2021 წლის იანვარში, სერგეი მოროზოვი მეორე რაუნდში დაამარცხა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები