Aa Aa
28 სექტემბერი 2021  |  00:17

წინსვლა ATP-ის რეიტინგში - ბასილაშვილმა პოზიცია 2 ადგილით გაიუმჯობესა

ATP-ის რეიტინგში ცვლილებები შევიდა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სარეიტინგო პოზიცია 2 ადგილით გაიუმჯობესა. 29 წლის ჩოგბურთელი ამ დრომდე 34-ე ადგილს იკავებდა, ხოლო ახლა  1 578 ქულით 32-ე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის პირადი რეკორდს მე-16 პოზიცია წარმოადგენს, რომელსაც 2019 წლის მაისში მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ამერიკაში დაბრუნდა და სან დიეგოს ტურნირზე იასპარეზებს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 600 000 დოლარს შეადგენს, გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

ბასილაშვილის პირველი მეტოქე მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, იტალიელი ლორენცო სონეგოა (ATP: 23). ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს ამ დრომდე ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2020 წლის რომის მასტერსზე გამარჯვება იტალიელმა მოიპოვა, ხოლო 2021 წელს ბასილაშვილმა სონეგოს ტოკიოს ოლიმპიადაზე დაამარცხა.

იტალიურ-ქართული დაპირისპირება 28 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage