მამუკა ჯუღელი 17 წლის თავდამსხმელზე: „დიდ ფეხბურთს ითამაშებს, უდიდესი ტალანტია
Aa
Aa

მამუკა ჯუღელი 17 წლის თავდამსხმელზე: „დიდ ფეხბურთს ითამაშებს, უდიდესი ტალანტია"

ქართულმა საფეხბურთო სამყარომ და გულშემატკივარმა უკვე კარგად იცის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუბინის ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელია. საინტერესოა, რომ ჯუღელი არაერთი ქართველი ფეხბურთელის აგენტი არის და ყოფილა, მათ შორის არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები: ირაკლი აზაროვი, გიორგი არაბიძე, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე, სოლომონ კვერკველია , გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა, ასევე, გიორგი პაპავა და გიორგი ხაბულიანი.

მამუკა ჯუღელი მთავარი არხის ეთერში ( „სპორტი დიდ ქალაქში")  იმყოფებოდა, სადაც საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას,ირაკლი აზაროვისა და გიორგი ხაბულიანის სამომავლო გეგმებს შეეხო:

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ხაბულიანიც ჩემი ფეხბურთელია, ჩემი მეგობრის შვილი და ახლობელია.

მამა თავადაც სპორტსმენი იყო და საქართველოსთვის ბევრი გააკეთა, მისი შვილი სასწაული ტალანტია, ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს, მე ასე ვფიქრობ, რადგანაც თავადაც მონდომებულია, თავის გატანა საკუთარი ძალებით სურს, ცდილობს, დიდი ფეხბურთის თამაში უნდა.

საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი ხაბულიანმა თელავის მაისურით 13 მატჩი ჩაატარა. თელავამდე, ხაბულიანი თბილისის მერანის ფეხბურთელი იყო (10 მატჩი), ხოლო უშუალოდ მერანს მარჩეტის აკადემიის გუნდიდან შეუერთდა.

17 წლის გიორგი ხაბულიანი ამპლუით თავდამსხმელი და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრია.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები