Aa Aa
27 სექტემბერი 2021  |  00:40

მამუკა ჯუღელი: „ევროპას გააჩნია, აზაროვს კვიპროსში არ გავუშვებ"

მთავარი არხის ეთერში ( „სპორტი დიდ ქალაქში") სტუმრად საფეხბურთო აგენტი, მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა, რომელმაც არაერთი საკითხის შესახებ ისაუბრა.

ჯუღელმა კომენტარი დინამო ბათუმის 19 წლის მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის შესახებ გააკეთა. მოგეხსენებათ, ევროტურნირების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სახელს უცხოური მედია არაერთ კლუბს უკავშირებდა, მათ შორის: ტრაბზონს, კრასნოდარს, პაფოსს, ბრიუგესა და ზაგრების დინამოს.

მამუკა ჯუღელი (საფეხბურთო აგენტი)

პირდაპირ გეტყვით - ირაკლი აზაროვზე სხვადასხვა საუბრები მიდის. სულელი არ ვარ - მაგალითად, ევროპა კვიპროსიც არის და მალტაც, სადაც აზაროვს პირადად მე არ გავუშვებ. თუ იქნება ნიდერლანდების, ბელგიის, იტალიის ან ესპანეთის ვარიანტი - გავუშვებ.

ამავე ეთერით, ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა არასასურველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში