კოკაია:  „ფეხბურთის განსახილველ პირველივე სხდომაზე მივხვდი, რომ არაფერი გამოვიდოდა
Aa
Aa

კოკაია: „ფეხბურთის განსახილველ პირველივე სხდომაზე მივხვდი, რომ არაფერი გამოვიდოდა"

საქართველოს პირველი არხის სპორტულ გადაცემაში („ტაიმაუტი") სტუმრად ზესტაფონის პრეზიდენტი, ილია კოკაია იმყოფებოდა. სხვადასხვა საინტერესო თემის გარდა , საუბარი შეეხო ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებს.

ილია კოკაია

ფინანსების გარდა განვითარებისთვის სწორი მიდგომაცაა საჭირო. 2012 წელს ფეხბურთის თემის განსახილველად სამთავრობო კომისია შედგა, ამ კომისიაში მეც მოვხვდი, თუმცა პირველივე სხდომაზე მივხვდი არაფერი გამოვიდოდა, ჩვენ იქ ფეხბურთის მომავლისთვის არ ვისხედით, ყველაფერს არასწორი გეზი ჰქონდა. ამაზე ბევრი დისკუსია და დებატი მქონდა. ცოტა უხერხულად გამომდის ამ საკითხზე დღეს რომ ვსაუბრობ, თუმცა ჩვენს წრეში მაშინაც ვთქვით, სახელმწიფო ფულის ასე ხარჯვა შედეგს ვერ მოიტანდა.

თუ ნახევარი მილიარდი გამოიყო, რატომ არ შეიძლებოდა ეს თანხა ბავშვების ეკიპირებას, სტადიონების რეაბილიტაციასა და ინსფრასტრუქტურის შექმნას მოხმარებოდა. რატომღაც, ეს ფული ისე წავიდა, რომ კლუბების პრეზიდენტები მოლარეები გახდნენ. მათი მხრიდან ფინანსების მოზიდვაზე აბა, რა გითხრათ.

პირველ წელსვე, როდესაც სახელმწიფო პროგრამა გაკეთდა, გაკეთდა იმისთვის, რომ კერძო ბიზნესი მეტი შემოსავლისთვის წახალისებულიყო, თუმცა პირიქით მოხდა. აი, სწორედ აქაა მიზეზები მოსაძებნი. შეიძლება, ფული მართლაც არსებობდეს, თუმცა მთავარია, სწორად როგორ მიმართავ.

რასაც დღეს ვხედავთ, ქართული ფეხბურთი ამ შედეგის ღირსი არ არის. საქართველოში იმ დონეზე გვიყვარს ფეხბურთი, რომ ვერც რაგბი, ვერც კალათბურთი და ვერც სპორტის სხვა სახეობა, ამ სიყვარულს ვერ გადაწონის.


ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ილია კოკაიას ზესტაფონი ამჟამად ლიგა 4-ის თეთრ ჯგუფში ასაპარეზობს.  17 ტურის შემდეგ გუნდს 38 ქულა აქვს და ლიდერ დინამო (თბ) 2-ს 5 ქულით ჩამოჩება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები