322 დღის შემდეგ ფატიმ გაიტანა - ბარსელონამ ლევანტე დაამარცხა
Aa
Aa

322 დღის შემდეგ ფატიმ გაიტანა - ბარსელონამ ლევანტე დაამარცხა

ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში ბარსელონამ კამპ ნოუზე ლევანტე მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა (3-0).

კუმანის გუნდმა სტუმრებს პირველი ნახევარი ანგარიშით - 2-0 მოუგო. მე-6 წუთზე თერთმეტმეტრიანი ჯერ დეპაიმ გამოიყენა (1-0), ხოლო მე-14 წუთზე უპირატესობა ორამდე ლუკ დე იონგმა (2-0) გაზარდა.

ემოციური გამოვიდა მატჩის ბოლო, 90+1 წუთი, როდესაც ტრავმისა და 322 დღიანი შესვენების შემდეგ, თავის გამოჩენა ანსუ ფატიმაც შეძლო (3-0). ფატი შეხვედრაში 81-ე წუთზე, მეორე გოლის ავტორის ნაცვლად ჩაერთო.

ესპანეთის ლა ლიგის გასული, 6 ტურის შემდეგ, ბარსელონას 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.

კატალონიელები შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, 29 სექტემბერს, ბენფიკას წინააღმდეგ ჩაატარებენ, ხოლო ლა ლიგის შემდეგ ტურში ატლეტიკო მადრიდს, 2 ოქტომბერს ესტუმრებიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები