Aa Aa
25 სექტემბერი 2021  |  17:10

გამარჯვება 33 წამში: გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ზაგრების გრან პრი 81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. მან ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალურ ეტაპზე ნიდერლანდელი ჯიმ ჰეიჯმანი 33 წამში იპონით დაამარცხა და ოქროს მედლამდე ერთი შეხვედრა აშორებს.


ფინალში ტატო გრიგალაშვილი ბრაზილიელ გილერმე შმიდტის დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

გრიგალაშვილი ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, მან მოლდოვის წარმომადგენელი ნიკონ ზაბოროსკიუსს იპონით 11 წამში სძლია. მეოთხედფინალში გრიგალაშვილის მეტოქე ფრანგი ბაპტისტ პიერე სეოი-ნაგეთი იყო, მან ფრანგი მეტოქეც იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ზაგრების გრან პრი გრიგალაშვილისთვის პირველი ტურნირია. მას ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში