Aa
Aa

"პირველად შოთა არველაძემ აღმოაჩინა" - ბარსას თურქი ტალანტი

„ბარსელონამ“ რამდენიმე დღის წინ, 17 წლის თურქი ტალანტი ემრე დემირი 2 მილიონ ევროდ გაიფორმა. კატალონიელებმა თინეიჯერი შემტევი „კაისერისპორიდან“ გადაიბირეს და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმეს.

„ბლაუგრანას“ ოფიციალურ ვებ გვერდზე ფეხბურთელის შესახებ პირველი ინფორმაცია განთავსდა, რომელშიც საუბარი შოთა არველაძის შესახებაც არის:

„ის პირველად კაისერისპორის მწვრთნელმა შოთა არველაძემ აღმოაჩინა. იუთუბზე ვიდეოს საშუალებით, სადაც ის თამაშობდა. ფეხბურთელობის დროს ქართველი ტრაბზონსპორში, აიაქსში, რეინჯერსსა და ლევანტეში ასპარეზობდა".

- წერს "ბარსელონას" ოფიციალური ვებ გვერდი.

17 წლის დემირი თავდაპირველად „ბარსა“ B-ს შეუერთდება. კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევროა მითითებული.

დემირი მარცხენა ფეხით ურტყამს და თამაშის სტილით მესის ამსგავსებენ. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "თურქ მესის". მისი ამპლუა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაა, თუმცა შეტევაში თამაში ბევრ ადგილას შეუძლია.

ემრე დემირი თურქეთის სუპერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახლაგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. მან თავი 15 წლის 9 თვისა და 25 დღის იყო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები