ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი | საქართველო ფინეთში 12 სპორტსმენით იასპარეზებს
Aa
Aa

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი | საქართველო ფინეთში 12 სპორტსმენით იასპარეზებს

24 სექტემბრიდან, ფინეთი 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.

ქართველი ძალოსნების ნაწილი ფინეთში უკვე გაემგზავრა - ინფორმაციასა და ფოტომასალას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავვრცელებს.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ძალოსანთა სრული შემადგენლობა

U20: ბაჩუკი შამილიშვილი ( 55 კგ) გურამ გიორბელიძე (67 კგ), არჩილ მალაყმაძე (73 კგ), ედუარდ კაკაბაძე (81 კგ),  ლომია თებიძე (89 კგ), ზაზა ლომთაძე (102 კგ), ვანო ქაზუმაშვილი (102 კგ), აკაკი ტალახაძე (109 კგ)

U23: კახი ასანიძე (73 კგ), რეზი დავითაძე (89 კგ) , ირაკლი გობეჯიშვილი (89 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ).

ძალოსანთა ნაკრების მეორე ნაწილი ფინეთში 23 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღეში გაემგზავრება.

ფოტოები: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები