Aa Aa
21 სექტემბერი 2021  |  00:57

არაუხომ ბარსა სირცხვილს გადაარჩინა - გრანადამ ნოუ კამპზე 1 ქულა აიღო

ლა ლიგის მორიგ ტურში  კატალონიის „ბარსელონამ“ „გრანადას“ უმასპინძლა. მთელი მატჩის განმავლობაში სტუმართა გუნდი 1:0-ს იგებდა, თუმცა ბარსამ შეხვედრის გადარჩენა მაინც მოახერხა.

„გრანადადან“ თავი მეორე წუთზე დუარტემ გამოიჩინა. ამის შემდეგ სტუმართა გუნდს ღირებული არაფერი შეუქმნია და მინდორზე „ბარსელონა“ დომინირებდა. კატალონიელებს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა რიგ ეპიზოდებში „გრანადას“ მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო.

საბოლოოდ „გრანადა“ 90-ე წუთზე არაუხომ გატეხა და საკუთარ გუნდს 1 ქულა გადაურჩინა.

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

ამ მომენტისთვის კატალონიურ გრანდს 4 მატჩის შემდეგ 8 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა განსხვავებით სხვა გუნდებისგან „ბარსელონას“ 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომავალ ტურში „ბლაუგრანა“ „კადისს“ ესტუმრება. ხსენებული დაპირისპირება 24 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში