წყვილთა თანრიგი ჩეხეთში - კალაშნიკოვა მეოთხედფინალში გავიდა
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი ჩეხეთში - კალაშნიკოვა მეოთხედფინალში გავიდა

ჩეხეთში, WTA-ს ეგიდით Ostrava Open მიმდინარეობს, სადაც წყვილთა თანრიგში მონაწილეობას ოქსანა კალაშნიკოვა იღებს. ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილე კი იაპონელი მიუ კატოა.

ქართულ-იაპონური წყვილი მერვედფინალში გერმანულ-რუსულ დუეტს დაუპირისპირდა და მარტივად ორ სეტში 6:1 6:2 დაამარცხა.

პირველ სეტში ოქსანამ და მიუმ 2 ბრეიკი შეასრულეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. არც მეორე სეტი იყო რთული. კალაშნიკოვამ და კატომ კვლავ 2 ბრეიკი შეასრულეს და 6:2 დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ქართულ-იაპონური წყვილის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კალაშნიკოვას და კატოს მეტოქე სულ მალე გაირკვევა. ციმერმანი/პიტერი ჰოზუმი/ნინომიუას დაუპირისპირდება. აქედან გამარჯვებული კი ქართულ-იაპონურ დუეტს შეერკინება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები