დრეიერი ხვიჩაზე: ''დიდი ფეხბურთელი გახდება''
Aa
Aa

დრეიერი ხვიჩაზე: ''დიდი ფეხბურთელი გახდება''

ყაზანის ''რუბინის'' დანიელმა შემტევმა ანდერს დრეიერმა ''სპორტ ექსპრესსთან'' ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

''ხვიჩა ძალიან კარგი დრიბლიორია. მას შესანიშნავი სისწრაფე და ტექნიკა აქვს. ვფიქრობ, დიდი ფეხბურთელი გახდება. ''რუბინში'' გადმოსვლამდე მისი თამაში არ მინახავს, თუმცა დანიაში რამდენიმე ქართველ ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობდი და მათ ხვიჩას შესახებ ბევრი რამ მომწერეს, მათი თქმით ხვიჩა ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ამაში დავრწმუნდი, როცა მან შესანიშნავი საგოლე პასი გამიკეთა და ''რუბინში'' სადებიუტო გოლი შევაგდე.

ხვიჩა ყოველთვის დრიბლინგზე მიდის, მას მეტოქის ფეხბურთელების მიმართ შიში არ აქვს. შეუძლია ორი ან სამი მოთამაშის წინააღმდეგ თამაში და მათი მოტყუება. ის თავდაჯერებულია''.

შეგახსენებთ, 2017 წელს ''ესბიერგში'' ანდერს დრეიერი ბუდუ ზივზივაძის, ოთარ კაკაბაძისა და ლაშა პარუნაშვილის თანაგუნდელი იყო. 

23 წლის სკანდინავიელი გარემარბი ყაზანურ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა. მან რუსეთის პრემიერ ლიგაში 1 მატჩი ჩაატარა და ''ურალთან'' ჰეთ-თრიკი შეასრულა. 

რაც შეეხება ქართველ შემტევს, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით 5 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ''რუბინისა'' და ''ზენიტის'' შეხვედრა 20 სექტემბერს, 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები