Aa Aa
19 სექტემბერი 2021  |  11:07

ლანსისა და ლილის მატჩისას ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის შეხვედრაში „ლანსისა“ და „ლილის“ დაპირისპირებისას მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ და მეტოქე გუნდის ქომაგებს დაუპირსპირდნენ.

ინციდენტი მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მოხდა, როცა გუნდები გასახდელში იმყოფებოდნენ.

ყველაფერი ტრიბუნებზე სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ დაიწყო. ამის შემდეგ, სტუმარი გუნდის ქომაგები მინდორზე შეიჭრნენ და მასპინძლებისკენ გაემართნენ. ჩხუბიც ასე დაიწყო.

ამ ყველაფრის შედეგად, დაზიანებები სტადიონზე მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა მიიღეს.

მეორე ტაიმის დაწყება გაჭიანურდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. „ლანსს“ ექვსი ტურის შემდეგ 3 მოგება და 3 ფრე აქვს. სატურნირო ცხრილში ისინი ამ მომენტისთვის 12 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage