ზიდანი: ნაკრების კაპიტანი კვლავ მბაპე იქნება - ოქროს ბურთზე საუბარი არ მინდა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გადაცემაზე ისაუბრა.
„მამლების“ შემადგენლობაში პრიზის ერთბაშად რამდენიმე პრეტენდენტი თამაშობს, მათ შორის კილიან მბაპე, უსმან დემბელე და მაიკლ ოლისე.
„საუბრები ყოველთვის იქნება და არ მინდა ამაში ჩავება. ამ დისკუსიას წერტილს არ დავუსვამ, ის ყოველდღიურად მიმდინარეობს. ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც სურს.
ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც საქმე „ოქროს ბურთს“ ეხება, იმ გაგებით, რომ ყველა ფეხბურთელს აქვს ამბიცია და სურვილი, ერთხელაც მიიღოს ის. დროდადრო მცირე დისკუსიები წარმოიშობა.
როცა ერთად შევიკრიბებით, არანაირი დისკუსია არ იქნება, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ეს განვიხილოთ. გუნდის შიგნით პრობლემები არ წარმოიქმნება, ახლა მთავარი ოთხი მატჩია, რომელიც წინ გველის“,
- თქვა ზიდანმა.
ასევე „ზიზუმ“ აღნიშნა, რომ კილიან მბაპე ნაკრების კაპიტნად დარჩება:
„დიახ, ის ჩემი ფეხბურთელია, ის იქნება ჩემი კაპიტანი, აქ ყველაფერი ცალსახაა“.