Aa Aa
17 სექტემბერი 2021  |  21:21

"სასამართლოში თავს მტკიცედ დავიცავთ" - Netflix-ის პასუხი ბრალდებებს

როგორც უკვე ცნობილია, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით უჩივლა.

ნონა გაფრინდაშვილს იურიდიული კომპანია BLB იცავს, რომელმაც უკვე განცხადება გაავრცელა, რომ ისინი სასამართლოში იბრძოლებენ. ცოტა ხნის წინ კი Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილს უპასუხა:

„ნეტფლიქსი უდიდეს პატივს სცემს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და სასამართლოში თავს მტკიცედ დავიცავთ“.

- განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა, რომლის სიტყვებსაც გამოცემა LADbible-ი ციტირებს.

როგორც მოგეხსენებათ, სერიალის მთავარი გმირი ბეტ ჰარმონი ფინალურ სერიაში მოსკოვში იმყოფება, სადაც მთავარი ტურნირი მიმდინარეობს. იმ მომენტში კომენტატორი შემდეგ ტექსტს კითხულობს:

„ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია“.

ამერიკულმა კინოკომპანიამ ისტორია დაამახინჯა და სერიალში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, გარდა ამისა ისინი ქალბატონ ნონას რუს მოჭადრაკედ მოიხსენიებენ. საბოლოოდ, მათ დღეს საკადრისი პასუხიც მიიღეს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage