კლუბის ნაწილი კუმანის გაშვებას ითხოვს - ლაპორტა პოგბას უმიზნებს
Aa
Aa

კლუბის ნაწილი კუმანის გაშვებას ითხოვს - ლაპორტა პოგბას უმიზნებს

„ბაიერნთან“ წაგების შემდეგ, „ბარსელონაში“ ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება. კლუბის ხელმძღვანელთა ნახევარი რონალდ კუმანის დათხოვნას ითხოვს, ლაპორტა კი ნიდერლანდელს მცირე დროს აძლევს, რომ უახლოეს მატჩებში გუნდის თამაში გამოასწოროს, თუმცა ესპანური წყაროების მტკიცებით, მწვრთნელის მიმართ ნდობა უკვე პრეზიდენტსაც დაკარგული აქვს.

ლაპორტას აქამდე სეზონის შუაში მწვრთნელი არასდროს დაუთხოვია, თუმცა ამჯერად ამის შანსი საკმაოდ დიდია. კლუბის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ კუმანის სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩენა „ბარსას“ ცუდ შედეგებს მოუტანს, წერს ESPN.

Mundo Deportivo-ს ცნობით კი ლაპორტა უკვე მომდევნო სეზონზე ფიქრობს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. წყარო წერს, რომ პრეზიდენტი პრობლემას ნახევარდაცვაში ხედავს და პოლ პოგბას გაფორმებას უმიზნებს.

როგორც წყარო წერს, ლაპორტა პოგბას აგენტს მინო რაიოლას უკვე დაუკავშირდა და თავისი სურვილის შესახებ ესაუბრა. მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა, „ბარსას“ პრეზიდენტი ხვდება, რომ შემადგენლობას გაძლიერება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ პოგბას კონტრაქტს ვადა მომდევნო წელს ეწურება. ფეხბურთელის შეძენის სურვილს მადრიდის „რეალი“ და პსჟ-ც გამოთქვამენ. თავად ფრანგს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ინგლისის შემდეგ, კარიერის გაგრძელება ესპანეთში სურს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები