Aa
Aa

"მეგობრებო, გაიღვიძეთ! გაიღვიძეთ!" - ქეცბაია ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა

თემურ ქეცბაიამ „პარტიზანთან“ კონფერენს ლიგაზე გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე „დოქსასთან“ შეხვედრის (წინა მატჩი) შესახებ დასმულ კითხვას აგრესიულად უპასუხა და მინდვრის საფარის ხარისხზე უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, გაზონი საკმარისად კარგად მორწყული არ იყო.

„სამწუხაროდ მატჩი დასაწყისშივე წავაგეთ, თუმცა ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. შეხვედრამდე ნახევარი საათით ადრე არაერთხელ ვუთხარი, რომ მინდორი მოერწყათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.

ხალხი 100 მეტრში ზის და ვერ ხედავს ამას. ასეთ მოედანზე თამაში არ შეიძლება. განსაკუთრებით კვიპროსში. მეგობრებო, გაიღვიძეთ! გაიღვიძეთ! ფეხბურთს რაიმე დაუბრუნეთ.

„დოქსას“ გამარჯვება მივულოცე, თუმცა ეს არ არის მოედანი სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება“.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს კვიპროსის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონის მეორე ტურში „დოქსამ“ შინ „ანორთოსისი“ 2:0 მოუგო.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა სამმა ქართველმა მიიღო. „დოქსას“ სასტარტოში ავთო ებრალიძემ ითამაშა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 1:0 იყო. „ანორთოსისის“ კარს გიორგი ლორია იცავდა. ამ მატჩში „ანორთოსისის“ რიგებში ნიკა ნინუას დებიუტი შედგა, 21 წლის ნახევარმცველი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ქეცბაიას გუნდის კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს, ნიკა კაჭარავას არ უთამაშია, ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები