პირველივე რაუნდში დაეცა - ჰოლიფილდის წარუმატებელი დაბრუნება
Aa
Aa

პირველივე რაუნდში დაეცა - ჰოლიფილდის წარუმატებელი დაბრუნება

ლეგენდარული მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი რინგს დაუბრუნდა, თუმცა მისი დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა.

58 წლის ჰოლიფილდი პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ევანდერის მეტოქე MMA-ს 44 წლის ვეტერანი ბრაზილიელი ვიქტორ ბელფორტი იყო, რომელიც მასზე 14 წლით უმცროსია.

„მსაჯმა ბრძოლა ცუდ დროს გააჩერა. გათიშული არ ვყოფილვარ. ეს ბიჭი ძლიერია, შესაძლოა მას კრივში კარგი მომავალი ჰქონდეს. მე უკვე რინგზე ძველებურად ვეღარ ვმოძრაობ, რამაც მას ჩემთან ახლოს მოსვლის საშუალება მისცა“.

- თქვა ჰოლიფილდმა ბრძოლის შემდეგ, რომელიც არბიტრის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდს კარიერაში თავისი ბოლო ოფიციალური ბრძოლა 2011 წელს ბრაიან ნილსენის წინააღმდეგ ჰქონდა გამართული, რომელიც გამარჯვებით დაასრულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები