„ქამბექი
Aa
Aa

„ქამბექი" 3 წუთში - საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 29 აგვისტოდან შეიკრიბა, შემდეგ ტალინში გაემგზავრა და მასპინძელი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა.

ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი სტუმრად ჩვენი გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით - 0-2 დასრულდა, სადაც გოლები ოთარ მამაგეიშვილმა და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს.

დღესვე, ნაკრებების მეორე შეხვედრა შედგა და ვასილ მაისურაძის გუნდმა კვლავ გაიმარჯვა (1-2). ესტონეთმა ჩვენი გუნდის კარი პირველი ტაიმის მიწურულს, 45+4 წუთზე აიღო, თუმცა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეტოქეს დრამატული შეხვედრა შესთავაზა - 90+2 წუთზე წონასწორობა ჯერ ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა აღადინა (1-1), ხოლო მატჩის ბოლო, 90+5 წუთზე, გიორგი პირტახიამ გამარჯვების გოლი გაიტანა (1-2).საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი)

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ამბროსიძე (საბურთალო, თბილისი),თორნიკე დუნდუა (დინამო, თბილისი) ლადო ოდიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო, თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი, თბილისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო,თბილისი)

ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (ურალი, ეკატერინბურგი, რუსეთი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო,თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო,თბილისი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო,თბილისი), ლუკა წულუკიძე (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო,თბილისი), დავით გოცირიძე (საბურთალო, თბილისი).

ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ამხანაგური მატჩები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ემსახურება, რომელიც 13 ჯგუფით დაკომპლექტდება. ჩვენი გუნდი X ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას ნორვეგიას, უელსსა და კოსოვოს გაუწევს.

შეხვედრები მიმდინარე წლის 6-12 ოქტომბერს გაიმართება, მატჩების მასპინძელი კი ნორვეგია იქნება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების განრიგი

6 ოქტომბერი | უელსი v საქართველო

9 ოქტომბერი | საქართველო v კოსოვო

12 ოქტომბერი | საქართველო v ნორვეგია

ტურნირის ფორმატის მიხედვით, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

19-წლამდე ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები