ლა ლიგამ მამარდაშვილის „სეივი
Aa
Aa

ლა ლიგამ მამარდაშვილის „სეივი" ხეტაფესთან აგვისტოს თვის საუკეთესოდ დაასახელა

13 აგვისტოს ესპანეთის ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონმა სტარტი აიღო, სადაც ტურის პირველივე შეხვედრაში, ვალენსიას მაისურით, ხეტაფეს წინააღმდეგ,  20 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა (1-0).

ვალენსია კაცნაკლული ძალიან სწრაფად, მე-3 წუთზე დარჩა, თუმცა ამ ფაქტს მამარდაშვილისთვის პრობლემა არ შეუქმნია - ქართველი მეკარე დამაჯერებელი იყო, კარი მშრალად შეინახა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

მატჩის კულმინაცია 93-ე წუთზე იყო, როდესაც ხეტაფეს ქულის გადარჩენის ბრწყინვალე შანსი მიეცა, მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ვალენსიას 3 ქულა გადაურჩინა.

აღნიშნული მომენტი ლა ლიგის ოფიციალურ გვერდს არ გამორჩენია. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ტურნირის ვებგვერდმა გიორგის აღნიშნული მომენტი აგვისტოს თვის 5 საუკეთესო სეივის ჩამონათვალში პირველ ადგილზე შეიყვანა.

საინტერესოა, რომ 20 წლის შემდეგ, 20 წლის გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგაში, ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გიორგი დემეტრაძემ, 2001 წელს, სოსიედადის შემადგენლობაში ჩაატარა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები