საერთაშორისო ტურნირი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების 4 ოქროს მედალი
Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების 4 ოქროს მედალი

ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - იონ კორნიანუსა და ლადისლაუ სიმონის მემორიალზე საქართველოს ბერძბნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა.

აივენგო რიკაძე (82 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. უმაღლესი სინჯის მედლისთვის მათ გარდა, გელა ბოლქვაძესაც (77 კგ) უნდა ებრძოლა, მაგრამ ტრავმის გამო აღარ უჭიდავია. 

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დასრულდა - გობაძემ თორნიკე ძამაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და ვალერიან მურვანიძე (97 კგ).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია,რომ ჩვენი ნაკრები ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით ასპარეზობდა. ათიდან სამ წონაში კი სატურნირო ბადე სულაც, ქართველების გარეშე შეივსო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები