ორი ლამაზი და უპასუხო გოლი - საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
Aa
Aa

ორი ლამაზი და უპასუხო გოლი - საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შეკრებას აგვიტოს დასაწყისში, ბაქოში გადიოდა,  სადაც ორი ამხანაგურ მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა მასპინძელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩაატარა და გაიმარჯვა (2-3). მეორე შეხვედრაში კი ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრები კაცნაკლული შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით 3 წუთში დარჩა და საბოლოოდ, დამარცხდა (1-2).

ვასილ მაისურაძემ მორიგი შეკრება კვლავ დაგეგმა - საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 29 აგვისტოდან შეიკრიბა, შემდეგ ტალინში გაემგზავრა და მასპინძელი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.


ჩვენი ნაკრები სრულ უპირატესობას ფლობდა, საბოლოოდ, მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და შეხვედრა ანგარიშით - 0-2 მოიგო. 38-ე წუთზე, ანგარიში ჯერ ოთარ მამაგეიშვილმა, შორეული, ლამაზი დარტყმით გახსნა (0-1), ხოლო 53-ე წუთზე თავური დარყმით ორამდე უპირატესობა ჯადული იობაშვილმა გაზარდა (0-2).


საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი)

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ამბროსიძე (საბურთალო, თბილისი),თორნიკე დუნდუა (დინამო, თბილისი) ლადო ოდიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო, თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი, თბილისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო,თბილისი)

ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (ურალი, ეკატერინბურგი, რუსეთი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო,თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო,თბილისი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო,თბილისი), ლუკა წულუკიძე (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო,თბილისი), დავით გოცირიძე (საბურთალო, თბილისი).

ნაკრებები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 7 სექტემბერს გამართავენ.

ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ამხანაგური მატჩები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ემსახურება, რომელიც 13 ჯგუფით დაკომპლექტდება. ჩვენი გუნდი X ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას ნორვეგიას, უელსსა და კოსოვოს გაუწევს.

შეხვედრები მიმდინარე წლის 6-12 ოქტომბერს გაიმართება, მატჩების მასპინძელი კი ნორვეგია იქნება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების განრიგი

6 ოქტომბერი | უელსი v საქართველო

9 ოქტომბერი | საქართველო v კოსოვო

12 ოქტომბერი | საქართველო v ნორვეგია

ტურნირის ფორმატის მიხედვით, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

19-წლამდე ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები