ევროშესარჩევი - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების კალენდარი ცნობილია
Aa
Aa

ევროშესარჩევი - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების კალენდარი ცნობილია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შეკრებას ბაქოში გადიოდა,  სადაც ორი ამხანაგურ მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა მასპინძელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩაატარა და გაიმარჯვა. დაპირისპირებაში 5 გოლი გავიდა და ვასილ მაისურაძის ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით - 2-3 დასრულდა. შედგა ნაკრებების მეორე მატჩიც, სადაც ვასილ მაისურა 19-წლამდე ნაკრები კაცნაკლული შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით 3 წუთში დარჩა  და საბოლოოდ, მეტოქემ გაიმარჯვა (1-2).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუკა ხარატიშვილი, ლუკა სალუქვაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ზურაბ რუხაძე, დავით გოგოტიშვილი, გეგი გეგუჩაძე, ლაშა კალანდაძე, ლუკა კეკელიძე, გიზო მამაგეიშვილი, გიორგი გვიშიანი, გიორგი კვერნაძე, ლევან თანდილაშვილი, თორნიკე დუნდუა, მუხრან ბაგრატიონი, გიორგი უბილავა, ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი ამბროსიძე, ნიკა სიხარულაშვილი, ანზორ თევზაძე, გიორგი ხაბულიანი, ლუკა ჩაგანავა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ამხანაგური მატჩები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ემსახურება, რომელიც 13 ჯგუფით დაკომპლექტდება. ჩვენი გუნდი X ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას ნორვეგიას, უელსსა და კოსოვოს გაუწევს.

უკვე ცნობილია, რომ შეხვედრები მიმდინარე წლის 6-12 ოქტომბერს გაიმართება, შეხვედრების მასპინძელი კი ნორვეგია იქნება.

6 ოქტომბერი | უელსი v საქართველო

9 ოქტომბერი | საქართველო v კოსოვო

12 ოქტომბერი | საქართველო v ნორვეგია

ტურნირის ფორმატის მიხედვით, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

19-წლამდე ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები