Aa Aa
3 სექტემბერი 2021  |  10:26

მუხლის მოდრეკა, რასიზმი, საგნების სროლა - ხმაურიანი უნგრეთი ინგლისი

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუდაპეშტში ინგლისმა უნგრეთს 4-0 მოუგო.

Evening Standard-ის ცნობით, „პუშკაშ არენაზე“ შეკრებილი ქომაგების მხრიდან რაჰიმ სტერლინგისა და ჯუდ ბელინგემის მისამართით რასისტული შეძახილები ისმოდა. უნგრელებმა მათ მაიმუნები უწოდეს.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და უეფას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა:

„ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ ინგლისელ ფეხბურთელთა მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებით. ფიფას ვთხოვთ, რომ ინციდენტი გამოიძიოს. ჩვენ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად ნებისმიერი დისკრიმინაციული ქცევის წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ“,

- ნათქვამია განცხადებაში.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმაც გააკეთა:

„ამის შესახებ მეც გავიგე, თუმცა მატჩის მსვლელობისას მსგავსი არაფერი შემინიშნავს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენ მეტოქეს პატივს ვცემდით, როდესაც მათ წინაშე გოლებს ასე ენერგიულად აღვნიშნავდით, მაგრამ მთავარი მაინც რასიზმია. ჩვენ ვცდილობთ სწორი პოზიცია დავიკავოთ. ვიცოდით, რომ მუხლის მოდრეკას ისინი ასე მიესალმებოდნენ, მაგრამ ეს საქციელი მიუღებელია“.

- ამბობს საუთგეიტი.

ინგლისელთა გატანილ გოლებს ტრიბუნებიდან საგნების სროლა მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას რაისმა და გრილიშმა ტრიბუნიდან ნასროლი ჭიქები აიღეს და დემონსტრაციულად დალიეს. ამ პროვოკაციულ ქმედებას ქომაგების მხრიდან უფრო მეტი აგრესია მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დაწყებამდე ინგლისელებმა მუხლი მოიდრიკეს, უნგრელებმა კი არა. სტუმარი გუნდის ფეხბურთელების მიმართ ტრიბუნებიდან გამაყრუებელი სტვენა ისმოდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage