მეტოქემ ტრავმის გამო მატჩი შეწყვიტა - ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეშია
Aa
Aa

მეტოქემ ტრავმის გამო მატჩი შეწყვიტა - ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეშია

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის, US Open-ის მეორე წრეში გავიდა. „ბასილამ“ დიდი სლემის ტურნირზე ასპარეზობა სებასტიან კორდას წინააღმდეგ გამართული მატჩით დაიწყო და მომდევნო ეტაპის საგზური მას შემდეგ მოიპოვა, რაც მეტოქეს ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელებაზე უარის თქმა მოუწია.

ბასილაშვილმა მატჩი შესანიშნავად დაიწყო. 1:1-ზე, ჩვენებურმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და 2:1 დაწინაურდა. ნიკამ საკუთარი ჩაწოდებაც მოიგო და 3:1-ზე, მორიგი ბრეიკი შეასრულა. „ბასილამ“ მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და პირველ სეტში 6:2 იმარჯვა.

მეორე პარტიის სტარტზე ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს. 1:1-ზე, ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და კორდამ ტრავმის გამო თამაში სწორედ ამ გეიმის შემდეგ შეწყვიტა. ამრიგად, ბასილაშვილმა კორტზე მხოლოდ 46 წუთი გაატარა და მეორე წრეს დასვენებული ხვდება.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე სავარაუდოდ კარენო-ბუსტა იქნება. ესპანელი ჩოგბურთელი ამ წუთებში კრესის ეთამაშება და უდიდესი ალბათობით, მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები