Aa Aa
27 აგვისტო 2021  |  00:24

US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი - ბოლქვაძე რადუკანუსთან დამარცხდა

მარიამ ბოლქვაძე US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ემა რადუკანუს წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ორ სეტში, 3:6, 5:7 წააგო.

მატჩი ბრიტანელი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო და საწყისი ორი გეიმი სწორედ მან მოიგო. ბოლქვაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა მომდევნო 5 გეიმიდან მხოლოდ ერთი აიღო და პირველი პარტია 3:6 წააგო.

მარიამმა მეორე სეტი კარგად დაიწყო და 3:2-ზე ბრეიკიც შეასრულა, თუმცა მეტოქეს უკუბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა. რადუკანუმ წონასწორობა აღადგინა და 5:5-ზე მოწინააღმდეგის ჩაწოდება ნულზე აიღო, მატჩპოინტი კი ხელიდან არ გაუშვია და US Open-ის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპს ეკატერინე გორგოძეც გამოეთიშა. ეკო ლუკრეზია სტეფანინისთან სამ სეტში, 3:6, 6:3, 0:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage