28 ტური გავიდა:
Aa
Aa

28 ტური გავიდა: "ბარსას" კარში არც პენალტი დაუნიშნავთ და არც მისი ფეხბურთელი გაუძევებიათ!

საინტერესო სტატისტიკური მონაცემი შემოგვთავაზა ესპანურმა AS-მა. 

საქმე ისაა, რომ "ლა ლიგის" დაწყებიდან უკვე 28 ტური გავიდა და ამ დრომდე "ბარსელონას" კარში არც პენალტი დანიშნულა და არც მისი ფეხბურთელი გაუძევებიათ. 

ასეთი რამ 1970-71 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ ანალოგიური მაჩვენებელი "ბარსელონასა" და "რეალს" ერთდროულად ჰქონდათ. 

ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ "ბარსას" კარში პენალტი ბოლოს 2016 წლის თებერვალში "სელტასთან" მატჩისას დაინიშნა, ხოლო ბოლო წითელი ბარათი ხავიერ მასკერანოს აქვს მიღებული, რომელიც 2015 წლის ოქტომბრით თარიღდება - მეტოქე "ეიბარი" გახლდათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები