ცსკა 30 მილიონს ითხოვს - მილანს ვლაშიჩის ყიდვა გაუჭირდება
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  18:28

ცსკა 30 მილიონს ითხოვს - მილანს ვლაშიჩის ყიდვა გაუჭირდება

მას შემდეგ, რაც „მილანი“ ჰაკან ჩალჰანოღლუმ დატოვა, „როსონერი“ თურქი ფეხბურთელის შემცვლელს ეძებს. სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველზე ნიკოლა ვლაშიჩზე.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურმა გუნდმა რუსებს ხორვატი ფეხბურთელის შესაძენად ოფიციალურად მიმართა. თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ნიკოლა „მილანელი“ გახდებოდა, თუმცა Tuttosport ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გავლენიანი იტალიური გამოცემის ცნობით, რუსული კლუბი საკუთარ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს. „როსონერის“ კი ხსენებული თანხის გადახდა არ შეუძლია. ამ მომენტისთვის პიოლის გუნდის ხელმძღვანელები ვლაშიჩის ფასის დაწევას ცდილობენ, მეტიც მათ ცსკა-ს იჯარის თაობაზე მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

ვლაშიჩი ცსკა-ში

23 წლის ნახევარმცველი რუსულ კლუბს 2018 წელს 15.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ევერტონიდან“ შეუერთდა. დღემდე ვლაშიჩმა ცსკა-ს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 104-ჯერ მოირგო, 33 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები