Aa Aa
2 აგვისტო 2021  |  17:07

გიორბელიძე ავსტრიას ტოვებს - ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი, გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ დრეზდენის „დინამოში'' გააგრძელებს.

CrystalSport-ის ინფორმაციით მხარეებს შორის მოლაპარაკება დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, დადებითად გადაწყდა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მოთამაშე კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს. 

გიორბელიძე გერმანულ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავა, რის სანაცვლოდაც ავსტრიული კლუბი 150 000 ევროს მიიღებს, შემდეგ კი კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება 500 000 ევროს სანაცვლოდ ექნება. თუ ერთი წლის შემდეგ გერმანული კლუბი ქართველს გამოისყიდის, მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

გიორბელიძე ავსტრიულ  „ვოლფსბერგერს" გორის  „დილადან" შეუერთდა, სადაც ჯამურად 23 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, 3 ევროპა ლიგაზე.

„დინამო" დრეზდენი რანგით მეორე ლიგის გუნდია. კლუბი 2 ტურის შემდეგ, 4 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში