Aa Aa
2 აგვისტო 2021  |  15:41

მეექვსე მედალი საქართველოს - იაკობ ქაჯაია ვერცხლის პრიზიორია

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, 130-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალში ასპარეზობის უფლება იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენი ფინალურ ბლოკში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მიან ლოპეს ნუნეს შეხვდა, სადაც დამარცხდა (5-0) და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ლეგენდარულმა კუბელმა კი ისტორია დაწერა და პირველი მოჭიდავე გახდა, რომელმაც აქტივში 4 ოლიმპიური ოქრო ჩაიწერა.

ნახევარფინალამდე ქაჯაიამ 2 მეტოქეს აჯობა: პირველ წრეში მან ფინელ ელიას კუსმანენს იოლად მოუგო, მეოთხედფინალში კი ქართველმა ფალავანმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრის, სერგეი სემენოვის ბარიერი გადალახა.

ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მედლის გარდა ქართული დელეგაციის ანგარიშზე უკვე 5 მედალია (სულ 6): მათ შორის 1 ოქრო (ლაშა ბექაური), 3 ვერცხლი (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი) და 1 ბრინჯაო (ანტონ პლესნოი).

ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისს დაიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 

პანდემიის გამო, ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

გაზიარება:

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში