Aa
Aa

"მიყვარხართ და ბედნიერი ვარ" - თუშიშვილმა გულშემატკივრებს მიმართა

ტოკიო 2020 ქართველი ძიუდოისტებისთვის დასრულებულია. დელეგაცია მალე საქართველოში ჩამოფრინდება. თვითმფრინავში ასვლის წინ, გურამ თუშიშვილმა, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა გულშემატკივრებს მიმართა და უთხრა, რომ ყველა ძალიან უყვარს. გთავაზობთ უცვლელად.

რა თქვა თუშიშვილმა?

შეგახსენებთ, რომ . +100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან წააგო. ფინალამდე, თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა და მერვედფინალში ტაჯიკ ტემურ რახიმოვს მოუგო. მეოთხედფინალში გურამმა ბრაზილიელი რაფაელ სილვას ბარიერი გადალახა. ნახევარფინალში კი ქართველმა ფალავანმა ტედი რინერის მძლეველი რუსი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია. გურამ თუშიშვილამდე ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები