Aa Aa
31 ივლისი 2021  |  13:23

„გაუმარჯოს ქართულ ძიუდოს" - გუჯეჯიანმა გულშემატკივარს მიმართა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა 1 ოქროს (ლაშა ბექაური) და 3 ვერცხლის (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი) მედლით დაასრულა, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

იაპონიის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 7 წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს, ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა. ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი.

ისტორიული შედეგის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით მიმართა:

„მადლობა!!! ბედნიერი ვარ,რომ შევძელით თქვენი გულების გახარება! იყო გამარჯვება და იყო მარცხი. ყოველთვის იგრძნობოდა თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა.

ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისა და კეთილი სურვილებისათვის!!!

გაუმარჯოს ქართულ ძიუდოს".

საქართველოს შემადგენლობა ოლიმპიურ თამაშებზე: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , ირაკლი რევიშვილი (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა).

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისს დააიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის გამო, ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარით დაჯილდოვდება.

გაზიარება:

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში