ქართველი NBA-ის მოქმედ ჩემპიონში - მილუოკიმ მამუკელაშვილი აირჩია
Aa
Aa

ქართველი NBA-ის მოქმედ ჩემპიონში - მილუოკიმ მამუკელაშვილი აირჩია

ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის 2021 წლის დრაფტის 60 საუკეთესო ახალგაზრდას შორის მოხვდა. „მამუ“ 54-ე ნომრად აირჩიეს და იგი კარიერას NBA-ის მოქმედ ჩემპიონში, „მილუოკი ბაქსში“ განაგრძობს.

54-ე პიკი თავდაპირველად „ინდიანა პეისერსს“ ეკუთვნოდა, რომლის ღირსებას ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე იცავს, თუმცა „ინდიანასა“ და „მილუოკის“ შორის გაცვლა მოხდა და მამუკელაშვილი „ბაქსში“ სწორედ ასე აღმოჩნდა.

2021 წლის დასაწყისში ამერიკულ პრესაში მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელს შორის მოიაზრებდნენ, თუმცა „მარტის სიგიჟის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა. ბოლო პერიოდში „მამუ“ პროგრესის გზაზეა და რამდენიმე დღის წინ, Athletic-მა განახლებულ რეიტინგში იგი საუკეთესო 50 ახალგაზრდას შორის დაასახელა. სასიხარულოა, რომ მამუკელაშვილს შანსი მიეცა, თუმცა სათამაშო დროის მისაღებად რთული კონკურენციის დაძლევა მოუწევს და იმედი ვიქონიოთ, რომ მიზანს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები