Aa
Aa

ტოკიო 2020 - დღის მთავარი მოვლენები

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სენსაციურად გასული გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. 21 წლის ბექაურმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ქართველი ფალავანის ამ წარმატებას ოლიმპიური ნაკრების წევრები გამოეხმაურნენ. კომენტარი კი თავად ახალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმაც გააკეთა.

რა თქვა ლაშა ბექაურმა?

რა თქვა გიორგი ათაბეგაშვილმა?

რა თქვა ზურა კახაბრიშვილმა?

რა თქვა დავით ქევხიშვილმა?

რა თქვა ლერი ხაბელოვმა?

ზურაბ ზვიადაურის რეაქცია ლაშა ბექაურის გამარჯვებისას

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე ლაშამ 4 მეტოქე დაამარცხა. პირველი წრე ბექაურმა გამოტოვა, ხოლო მეორეში პოლონელ პიოტრ კუჩერას აჯობა. მეოთხედფინალში ბექაურმა ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.

მეოთხედფინალში ქართველმა უზბეკი ძიუდოისტი დავლა ბობონოვი იოლად დაამარცხა. ნახევარფინალში კი ბექაურმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრს მიხაილ იგოლნიკოვს მოუგო.

ცნობისთვის, ოლიმპიადაზე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ქართველმა სამმა ძიუდოისტმა აიღო მედალი. შეგახსენებთ, რომ ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხის მედლები აიღეს, ბექაურმა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ ოქრო.

ასევე გეტყვით, რომ ხვალ ოლიმპიური ჩემპიონობისთვის -100 კგ კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები