რატომ თქვა უარი რეალმა ვარანი-პოგბას გაცვლაზე?
Aa
Aa

რატომ თქვა უარი რეალმა ვარანი-პოგბას გაცვლაზე?

დღეს, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ რაფაელ ვარანის თაობაზე მოლაპარაკებების დროს, მისი და პოლ პოგბას ბარტერის შემოთავაზება დაბლოკა.

Football Espana-ს ცნობით, „რეალმა“ ვარანის სანაცვლოდ ჯამში 50 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც ირკვევა მადრიდელებმა ბარტერის შეთავაზება მიიღეს - პოგბა ვარანის სანაცვლოდ, თუმცა „ლოს ბლანკოსმა“ ეს წინადადება დაბლოკა.

როგორ გაირკვა „რეალმა“ პოგბაზე უარი მბაპეს გამო თქვა. მადრიდელები კილიანის ტრანსფერისთვის თანხებს აგროვებენ და მათ ინტერესებში ვარანის სანაცვლოდ მხოლოდ თანხის მიღება შედიოდა.

„რეალი“ მბაპეს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და ფრანგის გასაფორმებლად ყველაფერს აკეთებს.

ფლორენტინო პერესი ფინანსურად მბაპეს ტრანსფერისთვის ემზადება და კლუბი სატრანსფერო ფანჯრისას სხვა ფეხბურთელის გაფორმებაზე არც კი ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ თუ პსჟ მბაპეს ახლა არ გაყიდის, მომდევნო ზაფხულს მისი უფასოდ გაშვება მოუწევს, რადგან ფეხბურთელმა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები