ბალოტელის სულელური ქმედებით გაბრაზებული მანჩინი - 10 წელი კომიკური ეპიზოდიდან
Aa
Aa

ბალოტელის სულელური ქმედებით გაბრაზებული მანჩინი - 10 წელი კომიკური ეპიზოდიდან

მარიო ბალოტელის სულელური გადაწყვეტილებიდან ზუსტად 10 წელი გავიდა. ფეხბურთის ქომაგებს აუცილებლად ემახსოვრებათ მომენტი, როცა ბალოტელის თამაშით ''მან. სიტის'' მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აღშფოთდა.

სუპერ ტალანტმა ასე 2011 წლის 24 ივლისს, აშშ-ს ტურნირზე იმოქმედა.''ლა გალაქსისთან'' ამხანაგური შეხვედრის 29-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა კარისკენ დარტყმა მეკარისაგან ზურგით მყოფმა ქუსლით გადაწყვიტა. მარიოს ორიგინალურ გადაწყვეტილებას გოლი არ მოჰყვა, გაბრაზებულმა მანჩინიმ კი მარიო ჯეიმს მილნერით შეცვალა.


მატჩის შემდეგ რობერტო მანჩინიმ განაცხადა: ''ჩვენ უნდა ვიყოთ პროფესიონალები, მარიოს ქცევა პროფესიონალური არ იყო. სწორედ ამიტომ შევცვალე. იმედი მაქვს, ისწავლის და ამ ფაქტს გაკვეთილად გამოიყენებს''.

ამ ეპიზოდზე მიკა რიჩარდსმა ისაუბრა: ''მარიოს ამ მომენტზე ვკითხე. მან მითხრა, რომ არბიტრის სასტვენის ხმა გაიგო, მას თამაშგარე მდგომარეობა ეგონა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ის მაინც თავის პოზიციაზე იყო, მიზეზად თამაშგარე მდგომარეობას ასახელებდა''.

ამავე სეზონში მარიომ კიდევ ერთი არასაფეხბურთო კუთხით დაგვამახსოვრა თავი, როცა ''მან. იუნაიტედს'' გაუტანა და შიდა მაისურის წარწერა გამოაჩინა: ''რატომ ყოველთვის მე?''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები