Aa
Aa

"შეგვიძლია მას კაკა დავუძახოთ" - მილანის ქომაგები ხვიჩას ტრანსფერზე

ხვიჩა კვარაცხელიას „მილანში“ შესაძლო ტრანსფერის ამბავმა გუშინ ღამით დიდი გამოხმაურება ჰპოვა. სოციალურ ქსელებში ქართველი გარემარბის შესახებ ამ დრომდე დიდი განხილვა მიმდინარეობს.

„მილანის“ ქომაგები ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებით აქტიურობდნენ. მათ დიდ ნაწილს „კვარას“ ტრანსფერი მოეწონა, თუმცა მათმა ნაწილმა მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა და სვამდნენ კითხვებს - რომელ პოზიციაზე თამაშობს? რომელი ფეხით თამაშობს? როგორ წარმოვთქვათ მისი სახელი და ა.შ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ხვიჩას ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:

„ეს ბავშვი მართლაც საოცარია, განსაკუთრებით მისი დრიბლინგითა და სათამაშო ტემპით. მილან სწრაფად წაიყვანე“.

„რომელი ფეხით თამაშობს? თუ ფეთქებადი მარჯვენა ვინგერია კარგია მილანისთვის და ის მალე უნდა შეიძინონ. მოდენასთან მატჩის შემდეგ კასტილეხოს თამაშის ყურებით დავიღალე“.

„მალდინი შეწყვიტე ფეხბურთელების ყიდვა ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არ იციან ბურთი მრგვალია, თუ კვადრატული“.

„ჰაუგე აღარ არის...“

„რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს ჰაუგე, ეს (კვარა) გაუმჯობესებაა“.

“ამ სახელს მალე მთელი გულით დაიმახსოვრებთ. მილანი იღბლიანია“.

„ჯანდაბა, როგორ უნდა წარმოვთქვა მისი გვარი? მოდი მას „ვიჩა“ დავუძახოთ“.

„ის უფრო მეტად მზად არის, ვიდრე ბრაზილიელი (ლეაო). ამ ორს შორის არჩევა, რომ მომიწიოს მე ქართველს ავირჩევ“.

„ნიჭიერი ბიჭია. იმედია მას მალე მილანის მაისურით ვნახავ“.

„ის ნამდვილად ჯადოქარია. მის ფეხებში ბურთის ხილვა მართლაც სიამოვნებაა“.

„ამ მომენტისთვის ის golden boy-ის გამოკითხვაში პირველ ადგილს იკავებს“.

„შეგვიძლია მას კაკა დავუძახოთ. მისი სახელიდან და გვარიდან პირველი და ბოლო ასოები ავიღოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები