უარყოფითი ბალანსი აქვს - ოლიმპიადაზე ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი წრე დაძლია. ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად ორ სეტში 6:3 6:2 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრა 1:14 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნიკოლოზმა 2 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ასევე ბასილაშვილმა მეტოქეს ბრეიკი ოთხჯერ გაუკეთა.
დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პირველი ნომერი ოლიმპიადის მეორე წრეში ATP-ის 26-ე ნომერს იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება, რომელმაც თავისმხრივ პირველ წრეში მძიმე ბრძოლაში ტარო დანიელი 4:6 7:6 7:6 დაამარცხა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ლორენცო სონეგოს კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა. 2020 წელს, რომის მასტერსის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი 3:6 1:6 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება 26 ივლისს თბილისის დროით 06:00-დან დაიწყება.