Aa Aa
24 ივლისი 2021  |  15:24

ტოკიო 2020 - ესკერხან მადიევი მერვედფინალში გავიდა

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ესკერხან მადიევმა პირველი გამარჯვება იზეიმა. საქართველოს სახელით მოსაპარეზე მოკრივემ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კოლაზო სოტომაიერი დაამრცხა.

69 კილოგრამ წონით კატეგორიის მერვედფინალში მადიევი უგანდელ მოკრივეს შადირი ბვოგის დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 27 ივლისს თბილისის დროით 12:30 გაიმართება.

ოლიმპიურ თამაშებზე მადიევის გარდა კიდევ ორი მოკრივე გამოვა.

52 კილოგრამი წონითი კატეგორია - სახილ ალახვერდოვი ოლიმპიურ თამაშებში 1/32 ფინალიდან ჩაერთვება და თავის პირველ ბრძოლას 26 ივლისს გამართავს. ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი ჩინელ იანგუნ ჰუს დაუპირისპირდება. 

75 კილოგრამი წონითი კატეგორია - საქართველოს სახელით გიორგი ხარაბაძე იასპარეზებს,რომელიც 1/32 ფინალში უზბეკ ფანატ კახრამანოვს დაუპირისპირდება. ქართველი მოკრივეს ბრძოლა 26 ივლისაა ჩანიშნული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში